10.15.2013

ისტორიული კონტექსტი

საარჩევნო სისტემა შეკავებისა და გაწონასწორების სისტემასთან ურთიერთკავშირში უნდა გავიაზროთ. მისი ცვლილება პირდაპირ თუ ირიბ გავლენას ინსტიტუტებისა და პრაქტიკების მთელ კომპლექსზე ახდენს. ამიტომ საარჩევნო რეფორმა კონსტიტუციის გადახედვის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რათა პოლიტიკური მოდელი დაბალანსდეს და სისტემურად გაიმართოს. უფრო მეტიც, საარჩევნო მოდელის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები და ისტორიული კონტექსტი.
დღევანდელი ქართული პოლიტიკის მთავარი ნაკლოვანება არა დემოკრატიის, არამედ ლიბერალიზმის ნაკლებობაა. ჩვენივე უახლესი გამოცდილება ადასტურებს, რომ უმცირესობის უფლებების (განსაკუთრებით - საკუთრების ხელშეუხებლობისა და აღმსარებლობის თავისუფლების) სათანადო დაცვისათვის უმრავლესობის მმართველობა უკიდურესად არასაკმარისი წინაპირობაა. რაც უფრო წინ მიდის დემოკრატიზაცია, მით უფრო დიდი და რთული პრობლემები იკავებს არსებული გამოწვევების ადგილს. საარჩევნო რეფორმისას ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.
პოლიტიკური მონაწილეობის გაფართოებას თან სდევს სახელმწიფო ხარჯების ზრდა. რაც უფრო კონკურენტული ხდება საარჩევნო პროცესი, მით უფრო მატულობს პოპულიზმი და ცდუნება, რომ სიღარიბის პრობლემა (სხვადასხვა მონაცემებით მოქალაქეთა 20-25% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს) გადაიჭრას არა თავისუფალი ბაზრის, არამედ სახელმწიფოს ჩარევის მეშვეობით. საარჩევნო სისტემამ ეს ტენდენცია შეიძლება გააძლიეროს ან შეასუსტოს.
დროთა განმავლობაში, სხვადასხვა ჯგუფების მხრიდან გარდაუვლად იზრდება მთავრობაზე ზეწოლა, რომ მან სიკეთეთა რედისტრიბუცია საკუთარი პოლიტიკური პოზიციებისა და მხარდაჭერის გასამყარებლად მოახდინოს. ჩვენი ქვეყნის ისტორია, ისევე როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება, გვიჩვენებს, რომ ადრე თუ გვიან ეს სახელმწიფო ხარჯების, რეგულაციების, ვალისა და ინფლაციის ზრდით მთავრდება.
ერთი საუკუნის წინ მსოფლიოში სახელმწიფო ხარჯები მშპ- 10 % არ აღემატებოდა და მხოლოდ იშვიათად, მაგალითად როგორც გერმანიის შემთხვევაში, იყო 15 %-ზე მეტი. დემოკრატიული რესპუბლიკანიზმის ერის დაწყების შემდეგ, 1920-1930 წლებში, სახელმწიფო ხარჯები მშპ- 20-30 %-მდე გაიზარდა, ხოლო 1970-იანი წლების შუა ხანებში 50 %- მიაღწია. საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი მე-19- საუკუნის ბოლომდე იშვიათად აღემატებოდა მოსახლეობის 3 %-, მაშინ როცა 1970-იანი წლების შუაში, როგორც წესი, 15 %-ზე მეტი იყო.


Post a Comment