10.15.2013

არჩევანის არქიტექტურა

სწორედ ამიტომ, ინვესტორისთვის სახელმწიფოს უმწიკვლო რეპუტაცია არასაკმარისიამისი ნდობის მოსაპოვებლად აუცილებელია ისეთი ინსტიტუტების არსებობარომლებიც სახელმწიფოს მიერ მესაკუთრის უფლებების საწინაღმდეგო გადაწყვეტილების მიღებას გაართულებსასეთი ინსტიტუტები შემაკავებელი ფაქტორია მაშინროცა მხოლოდ რეპუტაცია საკმარის წინაპირობას არ ქმნის საიმისოდრომ სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზე უარი არ თქვას.
იმისათვისრომ მთავრობის მიერ თამაშის წესების ცალმხრივად შეცვლა იოლი არ იყოსაუცილებელია ხელისუფლების დანაწილება და ბევრი ვეტო-მოთამაშის არსებობარომელთა გარეშეც სტატუს ქვოს შეცვლა შეუძლებელია.
კონსტიტუციის შემდეგ საარჩევნო კოდექსი ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ინსტიტუციურ და პარტიულ ვეტო-მოთამაშეთა რაოდენობასა და მათი (აგრეთვე კოლექტიური ვეტო-მოთამაშეთა შემადგენელ ერთეულთა შორისპოზიციების პოლარიზაციაზე. ამით ის ირიბად განაპირობებს, თუ რამდენად ადვილი ან რთული იქნება მთავრობისათვის ინვესტორის საწინააღმდეგოდ მოქმედება და შესაბამისადრამდენად საიმედოდ იქნება დაცული საკუთრების უფლება.
საარჩევნო რეფორმისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რომ წარმომადგენლობის გაზრდამ სახელმწიფო სპეციალური ინტერესების მძევლად არ აქციოს. პოლიტიკური მოწყობის ამერიკული თეორია ერთი ინტერესის მეორესთან დაპირისპირების და შეზღუდვის პრინციპს ეფუძნება. შეკავებისა და გაწონასწორების დახვეწილი სისტემის გარეშე, ლოგროლინგის გზით, სპეციალურ ინტერესთა ნაკლოვანებათა შეკრება მოხდება და არა მათი ურთიერთგაქვითვა.
სახელმწიფოს სიმსივნური ზრდის თვიდან ასაცილებლადსაარჩევნო კონკურენციის ზრდა უნდა დაბალანსდეს ისეთი კონსტიტუციური რეფორმით, რომელიც ვეტო-მოთამაშეთა ინტერესებს კი არ შეკრებსარამედ გაქვითავს. პირის თავისუფლების შესაზღუდად და სახელმწიფოს გასაზრდელად ბევრი ვეტო-მოთამაშის თანხმობა უნდა იყოს აუცილებელიპირის თავისუფლების გაზრდა და სახელმწიფოს შემცირება კი ვეტო-მოთამაშეთა მინიმალურ ოდენობას უნდა შეეძლოს. ამით პოლიტიკურ ძალები ლიბერტარიანული ბიძგის შემცველ არჩევანის არქიტექტურაში მოექცევიან.
არაფერია იმაზე უფრო სახიფათოვიდრე თამაშისადაც ყველა პოლიტიკური ძალა იმარჯვებსპოლიტიკა მაინც ნულოვან-შედეგიანი თამაში გამოდისოღონდ ამ შემთხვევაში წაგებული მოქალაქე რჩებავინაიდან ყველა სპეციალური ინტერესის დაკმაყოფილება საბოლოო ჯამში სწორედ მას უხდება - მარგარეტ ტეტჩერს თუ დავესესხებითუფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია.


Post a Comment