11.04.2008

ლაზარე, გამოვედ გარეთ!

არიზონას სენატორს ზოგჯერ ამერიკული პოლიტიკის ლაზარედ მოიხსენიებენ, რომელმაც უკვე არაერთხელ მოახერხა მკვდრეთით აღდგომა, არაერთხელ დაბრუნდა იქიდან, საიდანაც მას უკან არავინ აღარ ელოდა. მას არაერთხელ ჩაუხედავს სიკვდილისათვის თვალებში, როგორც გადატანითი, ისე პირდაპირი მნიშვნელობით და მაინც გადარჩენილა. შესძლებს თუ არა ის კიდევ ერთხელ ყველას განცვიფრებას და ყველა პროგნოზის მიუხედავად, გამარჯვების მოპოვებას?
თუკი მაკეინი პრეზიდენტი ამჯერადაც ვერ გახდა, ეს უკვე მეორე შემთხვევა იქნება, 2000 წლის სამხრეთ კაროლინის პრაიმერიზის შემდეგ, როცა თეთრი სახლისათვის ბრძოლაში ჯორჯ ბუშის გამო მან მარცხი განიცადა. ამერიკის 43–ე პრეზიდენტის წარუმატებლობებმა მისი ოპონენტების გამარჯვებისათვის უაღრესად ხელსაყრელი კლიმატი შექმნა.
ახლა უტყუარად რომც დადასტურდეს, რომ ბარაკ ობამა მართლა ანტიამერიკული ძალების მიერ ტვინგამორეცხილი და დაპროგრამირებული მანჯურიელი კანდიდატია, რომელსაც ერთადერთი მიზანი ამოძრავებს - ამერიკული ცხოვრების წესისა და ძლიერებისთვის ძირის გამოთხრა, – ამ ვითარებაში დემოკრატების ტრიუმფს ვეღარაფერი შეაჩერებს.
ამ ვითარებაში ობამას თამამად შეუძლია გაიმეოროს ლუიზიანის 4–გზის გუბერნატორის, რეკეტის, გამოძალვისა და თაღლითობაში ბრალდების 17 პუნქტისათვის მსჯავრდებულ ედვინ ედვარდსის ცნობილი სიტყვები – არჩევნების წაგების ერთადერთი შესაძლებლობა საწოლში მკვდარ გოგოსთან ან ცოცხალ ბიჭთან ერთად წასწრებაა.
Post a Comment