11.04.2008

რბილი გადასვლის სამზადისი

50%–ით გაზრდილი მთავრობ, კატრინას ქარიშხალი, 2006 წლის კონგრესის შუალედურ არჩევნებზე რესპუბლიკელების მარცხი ბოლოს ბუშის ადმინისტრაციის ტოტალური ინტელექტუალური კოლაფსით დაგვირგვინდა. ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მიმართ პრინციპული პოზიციების შერბილებას, რუსეთის აგრესიაზე უჩვეულოდ დიპლომატიურ რეაქციას და 700 მილიარდიან პოულსონის გეგმას კონსერვატორები სარკასტულად ობამას ადმინისტრაციაზე რბილი გადასვლის სამზადისს უწოდებენ.

ისტორია ხშირად იმეორებს ხოლმე ერთსა და იმავე შეცდომას, როცა სახელმწიფო ინტერვენციებით, რეგულაციებით და პროტექციონიზმით გამოწვეული პრობლემები თავისუფალ ბაზარს ბრალდება. ამის საილუსტრაციო მაგალითია ჯორჯ ბუშის, როგორც ველური კაპიტალიზმის ერთგული დამცველის კლიშე. პოლიტიკურ მითოლოგიაში ვერ ეწერება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებთან შეუთავსებელი მისი პოლიტიკა, ისევე როგორც ჰერბერტ ჰუვერის მიერ ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვები, რასაც დღეს იშვიათად თუ ვინმე იხსენებს.

სამაგიეროდ ღრმად არის გამჯდარი ფრანკლინ რუზველტის, როგორც ქარიზმატული წმინდანის სტერეოტიპი, რომელმაც ქვეყანა დიდი დეპრესიისაგან იხსნა. არადა მისმა ახალმა კურსმა სინამდვილეში უმუშევრობა 3–დან 25%–მდე გაზარდა. 1930–33 წლებში 9 ათასზე მეტი ბანკი გაკოტრდა, რის შედეგადაც მეანაბრეებმა და აქციონრებმა 2.5 მილიარდი დოლარი ღირებულების ზარალი განიცადეს. ანალოგიური რამ დღევანდელ ეკონომიკაში 340 მილიარდის ტოლფასი იქნებოდა. 

Post a Comment