11.04.2008

ელექორალური პრეფერენციები

ოპონენტები თვლიან, რომ ბოლო პერიოდის არჩევნების შედეგები დემოკრატებს რესტავრაციის მანდატს არ აძლევს – 2006 წლიდან მოყოლებული კონგრესში დემოკრატთა წარმომადგენლობა არა იდეოლოგიური ზილოტების, არამედ ეკონომიკური ცენტრისტი, კულტურული კონსერვატორი და პოლიტიკურად პრაგმატული კანონმდებლების ხარჯზე გაიზარდა.

ამასთან, ობამა ელექტორალური მხარდაჭერა იმავე დონეზეა, რაც მის წინამორბედ დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატებს ჰქონდათ. სოციოლოგიურ კვლევებში ილინოისის სენატორის ლიდერობა რესპუბლიკელთა მხარდაჭერის კოლაფსითაა განპირობებული – წელს ის 9%–ით ნაკლებია, ვიდრე 4 წლის წინათ.

კონსერვატორები შიშობენ, რომ ობამა ოსტატურად იყენებს კრიზისს, რათა ამერიკელებს შეასაღოს ბევრი ისეთი მიუღებელი იდეა თუ პოლიტიკა, რომელსაც ამომრჩეველთა უმრავლესობა ერთმნიშვნელოვნად უარყოფდა, მისი ფიქრი და განსჯა ეკონომიკური სირთულეების გამო ყოველდღიური პრობლემებით რომ არ იყოს დაკავებული.

რესპუბლიკელთა ამჟამინდელი საარჩევნო სირთულეების მიუხედავად, ამერიკაში იდელოგიური ლანდშაფტი არ შეცვლილა. შეერთებული შტატები მეტწილად ზომიერად კონსერვატიულ ქვეყნად რჩება. გამოკითხვების მიხედვით, ამერიკელთა ორ–ორი მეხუთედი ზომიერი და კონსერვატორია, მემარცხენე კი – მხოლოდ ერთი მეხუთედი. ის, რასაც მემარცხენეები "სამართლიანობას" ეძახიან, ამომრჩეველთა დიდ ნაწილს უპასუხისმგებლობა, თავაშვებულობა, უჩვეულო და ზოგჯერ არაამერიკულიც კი ჰგონია.

ამერიკელთა თითქმის 2/3–ს ურჩევნია ნაკლები გადასახადი და ნაკლები სამთავრობო სერვისი; მხოლოდ მეხუთედს ჯერა მთავრობის მიერ სიმდიდრისა და შემოსავლების გადანაწილების; მხოლოდ მეოთხედი ემხრობა მთავრობის მიერ კონტროლს სტრატეგიული დარგებზე, როგორიცაა მაგალითად ჯანდაცვა და ენერგეტიკა.

63%–ს უნდა, რომ პრეზიდენტი ქრისტიანული პრინციპების დამცველი იყოს, 70% მხარს არ უჭერს ჰომოსექსუალურ ქორწინებას. მართალია, 50% აბორტის უფლების მომხრეა და 44% წინააღმდეგი, მაგრამ 84% მხარს უჭერს აბორტების მკვეთრ შეზღუდვას, ხოლო თავად აბორტის დაკანონების მომხრეთა 28% თვლის, რომ იგი მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტის შემთხვევაში უნდა იყოს შესაძლებელი ან თუ ეს დედის სიცოცხლის გადასარჩენადაა აუცილებელი, 43%–ს მიაჩნია, რომ აბორტი მხოლოდ ფეხმძიმობის პირველი 3 თვის მანძილზე უნდა იყოს დასაშვები.

შავი და ლათინოსი, ხოლო თეთრებს შორის – განათლებული, ქალი, მდიდარი, ახალგაზრდა, მარტოხელა, სეკულარული დემოკრატების ამომრჩეველია. რესპუბლიკელთა მხარდაჭერა საპირისპირო კატეგორიებში ჭარბობს. ყველა ასაკობრივი ჯგუფიდან ყველაზე მეტ სირთულეებს დემოკრატები საშუალო ასაკის თეთრ ამომრჩეველთა შორის აწყდებიან. რაც უფრო რელიგიურია ამომრჩეველი, მით უფრო მეტი ალბათობით ის რესპუბლიკელთა მხარდამჭერია, მაგრამ დემოკრატებს კათოლიკეთა შორის მეტი ხმების მიღების შანსი აქვთ, ვიდრე პროტესტანებისაგან. ლათინოსების საარჩევნო პრეფერენციები 2 თაობის წინ არაკათინოსი თეთრების მსგავსია. ლათინოსებს შორის საუკეთესო შედეგი ქონდა ბუშს – მან ხმების 40 % მიიღო.

დემოკრატებისათვის შედარებით რთულია თეთრი მამაკაცების ხმების მოპოვება. ბოლო 5 საპრეზიდენტო არჩევნებში, მიუხედავად განსხვავებული კანდიდატებისა, დემოკრატთა მიერ მიღებული თეთრი მამაკაცი ამომრჩევლის ხმების ოდენობა არსებითად არ შეცვლილა და 36–38% ფარგლებში მერყეობდა.

1988 წლიდან მოყოლებული თეთრი ქალი ამომრჩეველი სულ უფრო გახსნილია დემოკრატების მიმართ და იმავდროულად სულ უფრო მყიფეა მათი პრეფერენციები. მხოლოდ 1996 წელს კლინტონმა შეძლო თეთრი ქალი ამომრჩევლის ხმათა ფარდობითი უმეტესობის მოპოვება. დემოკრატთა ხვედრითი წილი ამ კატეგორიის ამომრჩეველში ბოლო 20 წლის განმავლობაში 40–48% მერყეობდა.

ქორწინება და განათლება თეთრი ამომრჩევლის ყველა კატეგორიაში პოლიტიკურ წყალგამყოფს წარმოადგენს. 5–ვე არჩევნებში, ამომრჩევლის თითოეულ კატეგორიაში, რაც უფრო მაღალი იყო ამ ამომრჩევლის განათლების დონე, მით უფრო მეტი იყო დემოკრატების მიერ მიღებული ხმების ხვედრითი წილი. ბოლო 5 დემოკრატი კანდიდატის მიერ კოლეჯის განათლების არმქონე თეთრი მამაკაცი ამომრჩევლის ხმების საშუალო ოდენობა 36.6% იყო, ხოლო განათლების მქონე თეთრი მამაკაცი ამომრჩევლის ხმების საშუალო ოდენობა – 36%. არც ერთ დემოკრატ კანდიდატს რომელიმე ამ კატეგორიაში ხმების 40% არ მიუღია.

დაქორწინებულ თეთრ მამაკაცთა უმრავლესობა რესპუბლიკელებს აძლევს ხმას. ამ კატეგორიის ამომრჩევლთა შორის საუკეთესო შედეგი 1996 წელს ბილ კლინტონს ქონდა და ეს ამ კატეგორიის ამომრჩევლის ხმების მხოლოდ 36%–ს შეადგენდა. შედარებით უკეთესი პოზიციები აქვთ დემოკრატებს მარტოხელა თეთრ მამაკაც ამომრჩევლთა შორის. საუკეთესო შედეგი აქ 2004 წელს ჯონ კერის ქონდა – 46%. დაქორწინებულ თეთრ ქალთა უმრავლესობა რესპუბლიკელებს აძლევს ხმას, ხოლო გაუთხოვარ თეთრ ქალთა უმრავლესობა 2–ნიშნა რიცხვიან უპირატესობას დემოკრატებს ანიჭებს.

Post a Comment