11.04.2008

ფალიკური სიმბოლოს ფანტაზია

"ნიუ იორკ თაიმსმა" მაკეინს რასისტულ გამოვლინებად ჩაუთვალა კლიპი, სადაც ბარაკ ობამა ბრიტნი სპირს და პარის ჰილტონს იყო შედარებული – გაზეთის კომენტატორის აზრით, ეს პარალელი სინამდვილეში სხვა არაფერი იყო, თუ არა შავ მამაკაცსა და თეთრ ქალს შორის სექსუალური კავშირის მიუღებლობის განწყობების ექსპლუატაციის შემაძრწუნებელი მცდელობა.

მართალია, ერთი შეხედვით, კლიპი სექსუალური კონოტაციებისაგან აბსოლუტურად თავისუფალია, მაგრამ ამან არ უნდა მოგვატყუოს – კლიპში ვაშინგტონის მონუმენტი და პიზას კოშკი ჩანს, ეს კი გაზეთის აზრით "ფალიკური სიმბოლოებია". სინამდვილეში კლიპში არც ვაშინგტონის მონუმენტია და არც პიზას კოშკი, არამედ ბერლინის გამარჯვების სვეტის წინ ობამას გამოსვლის ფოტოები. კადრს მიღმა ხმა სვამს კითხვას – ახლა ობამა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ადამიანია, მაგრამ მზადაა კი ის, რომ რამეს გაუძღვეს?

კონსერვატორები მიიჩნევენ, რომ რასიზმში ასეთმა ბრალდებებმა მაკეინი გარკვეულწილად დააკომპლექსა კიდეც – კიდევ ერთხელ რასიზმში რომ არ ყოფილიყო დადანაშაულებული, მან ტაბუ დაადო ობამას სკანდალური მოძღვრის, ჯერემაია ვრაითის თემას. არადა, ამომრჩევლისათვის მნიშვნელოვანია იცოდეს, ვინაა ნამდვილი ბარაკ ობამა. თვით ობამას ზოგიერთი მომხრეც კი აღიარებს, რომ არ იციან სინამდვილეში, რა ამოძრავებს მათ რჩეულს. 

Post a Comment