11.04.2008

პროგრესული ბარბაროსობა

თუმცა, დღეს ბევრს გონია, რომ ეს ყველაფერი კონკრეტული ძალების გამარჯვების კი არა, არამედ "ობიექტური ისტორიული კანონზომიერების" შედეგი იყო – კონკურენტულ სისტემათა ჭიდილში უარესმა ადგილი დაუთმო უკეთესს, ახალმა შეცვალა დრომოჭმული.

ახლანდელი საერთაშორისო წესრიგი საკაცობრიო პროგრესის ერთ-ერთი რიგითი საფეხურია, და რომ ცივილიზაციის უწყვეტი მარში, ძალადობისა და აგრესიის მდგომარეობიდან მშვიდობიანი თანაარსებობისა და საყოველთაო კეთილდღეობისაკენ, თავის ბუნებრივ წინსვლას ჩვეული რითმით გააგრძელებს.

მთელი მისი გასაგები ხიბლის მიუხედავად, ამ განმანათლებლურ წარმოდგენას უჭირს ახსნას, თუ რატომ იყო ჩვენი, ერთი შეხედვით, "პროგრესული" ეპოქა იმავდროულად კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ბარბაროსული მთელი თავისი კაცთმოძულე იდეოლოგიებით, ტოტალური ომებითა და გენოციდებით.

რელიგიური ჩამორჩენილობის ხუნდებისაგან კაცობრიობის განთავისუფლების პრეტენზიის მქონე მოძღვრებების მიერ ადამიანის სულიერი ბუნების არასწორად გაგება საბოლოო ჯამში პიროვნების ტოტალური დამონებით და მისი ღირსების ფეხქვეშგათელვით დასრულდა. აღთქმული მიწიერი სამოთხის ნაცვლად მილიონობით ადამიანს არაამქვეყნიური ჯოჯოხეთის გამოვლა მოუხდა. 

Post a Comment