11.04.2008

გამოცდის მოლოდინი

თავისი პოზიციის გასამართლებლად ობამა კენედის ცნობილ გამონათქვამს იხსნებს ხოლმე – არასოდეს მოელაპარაკო შიშის გამო, მაგრამ არასოდეს გეშინოდეს მოლაპარაკების. ოპონენტები ამბობენ, რომ ამერიკისა და საბჭოთა ლიდერების შეხვედრები სრულიად საწინააღმდეგო რამეზე მეტყველებს.

მართალია, ცივი ომის დროს ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებები არაერთხელ გამართულა, მაგრამ ასეთი შეხვედრები უპირობოდ და მოუმზადებლად არ იმართებოდა. ამასთან, თავად კენედის მაგალითი უფრო მეტი შეშფოთების საფუძველს იძლევა, ვიდრე ეს ილინოისის უმცროს სენატორს გონია.

ობამას მჭერმეტყველებაში უკვე ყველა დარწმუნდა, მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია, შესძლებს თუ არა ის კრიზისულ ვითარებაში სტრესის ქვეშ ადევატური გადაწყვეტილებების მიღებას. ამ განწყობებს ცეცხლზე ნავთი არც მეტი არც ნაკლები თავად დემოკრატების ვიცე–პრეზიდენტობის კანდიდატმა დაამატა, როცა ჯო ბაიდენმა გარანტია მისცა საკუთარ მომხრეებს, რომ ობამას არჩევიდან 6 თვეში ახალი პრეზიდენტის გამოსაცდელად საერთაშორისო კრიზისი მოხდებოდა, ისევე როგორც ეს ჯონ კენედის არჩევის შემდეგ მოხდა. ბაიდენის განცხადებით, ამ კრიზისის დროს ობამას თითოეული მომხრის აქტიური თანადგომა დასჭირდება, ვინაიდან თავიდანვე ყველაფერი ნათელი არ იქნება, ამიტომ მხარდაჭერებმა საკუთარი გავლენა უნდა გამოიყენონ პრეზიდენტის ირგვლივ საზოგადოების დასარაზმად.

რამდენად სჭირდება 2 ომსა და ფინანსურ კრიზისში მყოფ ქვეყანას გამოსაცდელი პრეზიდენტი, კითხულობს მაკეინი. ან რატომ არ იქნება თავიდანვე ყველაფერი ნათელი და რატომ დასჭირდება მომავალ პრეზიდენტს მხარდამჭერთა თანადგომა, თუკი ის სწორ ნაბიჯებს გადადგამს და კრიზისზე ადევატურ რეაგირებას მოახდენს?

ბაიდენის მიერ მოხმობილი კენედის ანალოგია კონსერვატორებისათვის იმას მოასწავებს, რომ მათი ყველაზე საშინელი კოშმარები ობამას გაპრეზიდენტების შემთხვევაში შეიძლება სინამდვილედ იქცეს. დელავერი სენატორის სიტყვები იმის აღიარებაა, რომ ობამას პრეზიდენტობა ამერიკას არა მარტო საერთაშორსო კრიზისს მოუტანს, არმედ, კიდევ უარესი, ამ კრიზისზე ობამას სუსტი რეაქცია ექნება და ამით ამერიკისადმი ნდობას შელახავს.

Post a Comment