11.04.2008

გეოპოლიტიკური ნათლისღება

საქართველოში რუსეთის შემოჭრაზე ობამას პირველი რეაქცია ორივე მხარისადმი თავშეკავებისკენ მოწოდება იყო. ამან რესპუბლიკელებს საშუალება მისცა განეცხადებინათ, რომ მისი პირველი ინსტინქტი ყოველთვის მორალური ევივალენტობის შექმნაა.
3 დღის შემდეგ ობამამ განაცხადა, რომ პრობლემა გაეროს უშიშროების საბჭოს მეშვეობით უნდა მოგვარებულიყო, მაგრამ არაფერი უთქამს, თუ როგორ შესძლებდა გაერო რაიმეს გაკეთებას რუსეთის ვეტოს პირობებში. მაკეინის აზრით, რუსული აგრესიის შესაჩერებლად არა გაერო, არამედ ნატო და მისი სამშვიდობო ჯარები უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ერთი კვირის შემდეგ ობამამ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და როგორც იქნა, იმ პოზიციამდე მივიდა, რაც მაკკეინს სულ თავიდან ჰქონდა.
რეიგანი სწორედ ასეთ რამეს ეძახდა სიამაყის ცდუნებას. "ესაა ცდუნება, რომ არხეინად დააყენო საკუთარი თავი ამ ყველაფერზე მაღლა და ორივე მხარე თანაბრად დამნაშავედ გამოაცხადო, უგულვებელყო ისტორიის ფაქტები და ბოროტების იმპერიის აგრესიული იმპულსები, უბრალოდ დაარქვა ამ ყველაფერს დიდი გაუგებრობა და საკუთარი თავი სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლის მიღმა დააყენო."
მემარცხენე ინტელქტუალები ხშირად აღნიშნავენ, რომ თეთრი სახლის ამჟამინდელი ბინადარი განსაკუთრებული ტალანტებით დაჯილდოვებული არაა, არადა მან მაინც მოახერხა პუტინის თვალებში სულის ამოჩენა. მისი სავარაუდო მემკვიდრე შეუდარებლად უფრო ნიჭიერია, ამიტომ მისგან გაცილებით უფრო მეტს უნდა მოველოდეთ. მაგრამ რამდენად შეიძლება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება დავაფუძნოთ იმ იმედზე, რომ ობამა არა მარტო რუსეთის თვითმპყრობლის სულს დაინახავს, არამედ მის შეცვლასაც შესძლებს?
წელს 7 იანვარს დართმუზის უნივერსიტეტში გამოსვლისას ობამამ სტუდენტებს Mმიმართა: ისინი იგრძნობენ, რომ მას უნდა მისცენ ხმა, ვინაიდან "სარკმელიდან სინათლე გარდმოვა, სინათლის სხივი მოგეფინებათ, თქვენ დაგეუფლებათ ნათლისღების განცდა და უცებ გააცნობიერებთ, რომ უნდა ადგეთ და ხმა ობამას მისცეთ". ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამერიკა-რუსეთის შემდეგი სამიტი დამასკოსთან შედგება, სადაც სავლე პავლედ იქცევა და მიტაცებულ მიწებს დაგვიბრუნებს. 
Post a Comment