11.04.2008

დასასრულის ილუზია და ილუზიის დასასრული

შეერთებულ შტატებს ბევრჯერ გაუშვია ხელიდან მიღწეული გამარჯვება. ცივი ომის დასასრული ამ სამწუხარო წესიდან გამონაკლისად არ იქცა. გერმანია 2 მსოფლიო ომში დამარცხდა. პირველ შემთხვევაში ვერსალის მშვიდობა და ვაიმარის დემოკრატია დღენაკლული აღმოჩნდა, მეორე შემთხვევაში გერმანიის შიგნით ლიბერალური წესწყობილება და მისი მეზობლების უსაფრთხოება აღარ დარღვეულა.

ამის საფუძველი შექმნა დენაციფიკაციამ და ამერიკის მიერ მესამე რაიხის რღვევით გამოწვეული გეოპოლიტიკური ვაკუუმის შევსებამ. სამწუხაროდ, ცივი ომის დასრულების შემდეგ რუსეთის არც მსგავსი დეკომუნიზაცია მოხდა და არც ყოფილი საბჭოთა სივრცის სწრაფი და სრული ინტეგრირება ატლანტიკური უსაფრთხოების სიტემაში.

ბერლინის კედლის ნგრევისა და ბოროტების იმპერიის კოლაფსის შედეგად გაჩნდა ილუზია, რომ ისტორია დასრულდა და რომ რუსეთი ცივილიზებული სამყაროსთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ამ მითს პირველი სეიოზული ბზარი  8–8–8 ომმა მიაყენა, მაგრამ ის ბოლომდე ჯერ არ გამქრალა. ისტორია გვიჩვენებს, გამოჩდებიან თუ არა ახალი ლიდერები, რომლებიც რეიგანის მიერ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას შესძლებენ.

Post a Comment