11.04.2008

ღირებულებითი უფსკრული

შეიძლება ბევრი კამათი იმაზე, არჩევის შემთხვევაში რამდენად წარმატებული იქნება მაკეინის ადმინისტრაცია, მისი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ესა თუ ის ასპექტი, მაგრამ ერთი რამ დავას არ იწვევს – არიზონის სენატორის ურყევი ნება, არ დაუშვას ახალი ჰოლოკოსტი და ბოროტების იმპერიის აღდგენა.

კონსერვატორები მიუთითებენ, რომ უკვე დიდი ხანია, რაც რუსეთის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში გამალებული იდეოლოგიზაცია და დასავლურ ფასეულობებსა თუ პრაქტიკაზე მასირებული შეტევა მიმდინარეობს. კრემლსა და დასავლეთს შორის ღირებულებითი უფსკრული ორმხრივი ინტერსის საკითხებზე პრაქტიკულ თანამშრომლობისათვის მზარდ დაბრკოლებებს ქმნის.

მაკეინს კარგად ესმის, რომ ირანის ბირთვული საფრთხის საკითხში რუსეთი პრობლემის ნაწილია და არა მისი გადაჭრის. ამიტომ მას გაუმართლებლად მიაჩნია ბირთვული გაუვრცელებლობის სფეროში ილუზორული თანამშრომლობის გამო რუსეთის მიმართ წაყრუების და დაშოშმინების პოლიტიკის გატარება.

უკვე დიდი ხანია მაკეინი საუბრობს დიდი 8–იანის რეფორმირების აუცილებლობაზე, რათა ეს ორგანიზაცია კვლავაც მსოფლიოს უდიდესი საბაზრო დემოკრატიების კლუბის სახეს დაუბრუნდეს. ამისათვის მას საჭიროდ მიაჩნია მასში ინდოეთის და ბრაზილიის მიღება და რუსეთის გარიცხვა. 

Post a Comment