11.04.2008

კომუნისტი პატარა ასოთი

სხვათა შორის, ამ ტალღაზე მოსული ერთ–ერთი "განმანათლებელია" მამლის ყივილამდე ობამას მიერ სამგზის უარყოფილი ბილ აიერსი. მემარცხენეები მას "გამოჩენილ სასკოლო რეფორმატორს" უწოდებენ ხოლმე. ფორმალური რეგალიების მიხედვით, ეს მართლაც ასეა – ეს ადამიანი ამჟამად ილინოისის უნივერსიტეტის პროფესორი და კურიკულუმის საკითხებში ამერიკის საგანმანათლებლო კვლევების ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტია.

კონსერვატორები კი ამბობენ, რომ აიერსის "სასკოლო რეფორმატორად" მოხსენიება იმავე ტრადიციის გაგრძელებაა, როცა გასული საუკუნის 30–იან წლებში "ნიუ–იორკ თაიმსი" სტალინის "აგრალური რეფორმების" შესახებ წერდა და "ბედნიერი და მწარმოებელი" კოლმეურნეობების შესახებ საუბრობდა.

"ამერიკის წითელ არმიად" წოდებული ტერორისტული ორგანიზაცია "იატაკქვეშა ამინდის" ერთ–ერთი ლიდერი და ბომბარდირი, საკუთარ თავს ახლაც "პატარა ასოთი კომუნისტს" უწოდებს. თავს უგო ჩავესის თანამოაზრედ მიიჩნევს, რომლის ხელმძღვანელობითაც "ვენესუელას წილად ხვდა მსოფლიოსავთის განათლების ახალი, მაჰუმანიზებელი და რევოლუციური მოდელის შეთავაზება, რომელსაც ტყუპი მისია აქვს – განმანათლებლური და განმათავისუფლებელი".

ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, აიერსი შვილებს "რევოლუციის სახლში მიტანისა და მშობლების დახოცვისაკენ" მოუწოდებდა, "პროგრესული" იდეალებისათვის 25 მილიონი "გამოუსწორებელი კაპიტალისტის" განადგურების გეგმებს აწყობდა. იგი დღემდე არ ნანობს თავის ტერორისტულ საქმიანობას, ერთად–ერთი რაზეც გული წყდება ისაა, რომ საკმარისი რაოდენობის ბომბი ვერ ისროლა. 

Post a Comment