11.04.2008

კულტის სამსახურში

მემარჯვენეები წუხან, რომ ამერიკულ მედიაში დღეს ასეთ თემებზე მიუკერძოებელი მსჯელობა შეუძლებელია, რომ ჟურნალისტთა უმრავლესობა ობამას კულტის მსახურად არის ქცეული და პროფესიულ კეთილსინდისიერებასთან ცოტა მწყრალადაა. მეინსტრიმული მედია საარჩევნო კამპანიაში ნეიტრალურობასა და ობიექტურობას ვერ ინარჩუნებს, რომ ის აშკარად მაკეინის წინაღმდეგაა განწყობილი და რომ ობამასადმი მისი მხარდაჭერა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს.
ობამას მიმართ კეთილგანწყობილი პუბლიკაციები მაკეინისაზე 2½ – ჯერ მეტია, ხოლო რესპუბლიკელ კანდიდატისადმი მიძღვნილი კრიტიკული პუბლიკაციებით დემოკრატ ოპონენტისას 2–ჯერ აღემატება. მაკეინის შესახებ კეთილგანწყობილი პუბლიკაციები კრიტიკულზე თითქმის 4–ჯერ ნაკლებია, მაშინ როცა ობამას მიმართ თანაბარი რაოდენობის კეთილგანწყობილი და ნეიტრალური და კრიტიკული პუბლიკაციები დაახლოებით თანაბარია.
ობამას შესახებ სატელევიზიო კომენტარების 2/3 პოზიტიურია, მაკეინის შესახებ – მხოლოდ 1/3. რესპუბლიკელთა საპრეზიდენტო და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები კომედიური ჟანრის გადაცემების სამიზნე 7–ჯერ უფრო ხშირადაა, ვიდრე მათი კონკურენტები. ამერიკელთა 70% მიიჩნევს, რომ მედიას ობამას გამარჯვება უნდა. არავის გაკვირვებია, როცა ახალგაზრდა და დინამიურ რესპუბლიკელ სარა პეილინის გამოჩენას ნაციონალურ სცენაზე მედია ისევე შეხვდა, როგორც პირანიების ხროვა გემრიელ სადილს.
კონსერვატორთა განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევს ის გარემოება, რომ ჟურნალისტები, კომენტატორები, ანალიტიკოსები და იუმორისტებიც კი მხოლოდ ობამას პოლიტიკური პოზიციებსადმი უპირატესობის მინიჭებით არ იფარგლებიან და არიზონას სენატორის დემონიზებით არიან დაკავებულნი. 
Post a Comment