11.04.2008

ახალი იმედი

დემოკრატების შემდეგმა თაობამ ეს ენა ნელ–ნელა დაივიწყა. დღეს თითქმის ყველა რესპუბლიკელ ამომრჩეველს აქვს განსაკუთრებულობის შეგრძნება მაშინ, როცა დემოკრატების მომხრეთა მხოლოდ ნახევარი იზიარებს იგივე განწყობებს.

ობამას აქვს უნიკალური შანსი, რომ მემარცხენეთა შორის ეს მინავლებული განწყობები ააღორძინოს. ის ხშირად საუბრობს "ამერიკის სიდიადეზე, რომელიც არა მის სრულყოფილებაშია, არამედ იმ რწმენაში, რომ ის უკეთესი შეიძლება გახდეს."

"ამ მიწის სიდიადე წარსულის მორალურ სიავეთა გადალახვის უნარშია. მაგალითად, უმცირესობის წარმომადგენელ მოქალაქეთა თანაბარი უფლებებისათვის ხანგრძლივი ბრძოლა, ერთ დროს განხეთქილებისა და სამოქალაქო ომის მიზეზი, ახლა ყველა ამერიკელის სიამაყის საგანია.

მაგრამ ჩვენს წარსულში რაც არ უნდა სამწუხარო ეპიზოდები ყოფილიყო, ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელს პოზიტიური შეხედულება უნდა ქონდეს ამერიკის ისტორიაზე, ისტორიაზე რომელიც აღსრულებულ იმედთა და რეალობად ქცეულ ოცნებათა ამბავია. განსაკუთრებით ამ საუკუნეში ამერიკა თავისუფლების ჩირაღდნის სინათლეს ინახავდა, მაგრამ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მილიონებისთვის მთელს მსოფლიოში." – ეს სიტყვები უკვე არა ბარაკ ობამას, არამედ რონად რეიგანს ეკუთვნის. 

Post a Comment