11.04.2008

ამპარტავნება 2.0

ობამა ამერიკის ამჟამინდელ საგარეო პოლიტიკას ხშირად "ამპარტავნულს" უწოდებს, რის გამოც დღეს მტრებს მისი ნაკლებად ეშინიათ, ხოლო მეგობრები ნაკლებად ენდობიან. ამ "ნაკლოვანების" დასაძლევად ის მზადაა, დიდსულოვნად დაიწყოს მოლაპარაკებები ანტიამერიკულ ტირანიებთან. 
მაგრამ საინტერესოა, რომ შეერთებული შტატების ზოგ მოკავშირეს  ამპარტავნულად თავად მისი პოზიცები მიაჩნია. და აი, კიდევ ერთი პარალელი დემოკრატების კანდიდატსა და ამჟამინდელ პრეზიდენტს შორის – საფრანგეთის პრეზიდენტი შიშობს, რომ შესაძლოა, ობამამ მედიდურად უგულვებელყოს შეერთებული შტატების მოკავშირეები და ისე დაიწყოს პირდაპირი დიალოგი ირანთან.
როგორც ისრაელის მთავრობისათვის გახდა ცნობილი, ირანთან დაკავშირებით ობამას პოზიცია ნიკოლა სარკოზის "უკიდურესად უმწიფრად" და "შინაარსისაგან დაცლილ ფორმულირებებისაგან" შემდგარად მიაჩნია. სარკოზიმ რამდენჯერმე გამოხატა იმედგაცრუება, რომ ობამას პოზიციები ჯერაც ბოლომდე "კრისტალიზებული არაა და ბევრი საკითხი კვლავ ღიად რჩება". პარიზში შეხვედრისას მან პირდაპირ განუცხადა დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატს, რომ "ძალიან პრობლემატური" იქნებოდა, თუკი არჩევნების შემდეგ ამერიკის პოლიტიკა ირანთან მიმართებაში შეიცვლებოდა.
ირანმა ერთხელ უკვე მოახდინა იმის დემონსტრირება, თუ როგორ რეაგირებს ამერიკის პრეზიდენტებზე, რომელიც მას სუსტი და გაუბედავი გონია – ჯიმი კარტერის პრეზიდენტობისას თეირანში ამერიკის საელჩოს 52 თანამშრომელი ისლამისტებმა მძევლად აიყვანეს. მათი გათავისუფლება მხოლოდ 444 დღის შემდეგ მოხერხდა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად რონალდ რეიგანი არჩიეს. რეიგანს გამოცდა არ სჭირდებოდა, აიათოლებისთვის თავიდანვე იყო ნათელი, რომ მასთან ასეთი თამაშები არ გაუვიდოდათ. რეიგანის ინაუგურაციიდან რამდენიმე წუთში ირანმა მძველები გაათავისუფლა. 
Post a Comment